კიეველმა ბიჭმა 10 წლის შემდეგ პუტინის ნაჩუქარი საათი დააბრუნა

კიეველმა ბიჭმა 10 წლის შემდეგ პუტინის ნაჩუქარი საათი დააბრუნა

16 წლის კიეველმა ახალგაზრდამ, ანდრეი სენკომ ვლადიმერ პუტინს 10 წლის წინ ნაჩუქარი სახელობითი ნივთი უკან დაუბრუნა.

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ მატყუარა ხართ. ამიტომ იძულებული ვარ საჩუქარი უკან დაგიბრუნოთ", - განუცხადა სენკომ ადგილობრივ მედიასაშუალებებს.

ახალგაზრდამ რუსეთის პრეზიდენტისგან სახელობითი მაჯის საათი 10 წლის წინ მიიღო. მაშინ პუტინი კიევს სტუმრობდა და ამ ვიზიტის აღსანიშნად ადგილობრივთა კითხვებს ინტერნეტით პასუხობდა. შეკითხვა 6 წლის ანდრეიმაც დაუსვა. "რაზე ოცნებობთ?", - დაინტერესდა ბიჭუნა და პუტინისგან პასუხიც მიიღო - "რომ ყველა ბედნიერი იყოს და მშვიდობიანად იცხოვროს".

ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ კიეველი ბიჭი საჩუქარზე უარს ამბობს.

"თქვენ მომატყუეთ. ესეც კი საკმარისი იმისთვის, რომ საჩუქარი დაგიბრუნოთ. თქვენთან პირისპირ შეხვედრა რომ შემეძლოს, თვალებში ჩაგხედავდით და პირში გეტყოდით - ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ მატყუარა ხართ", - განაცხადა სენკომ. მისი თქმით, მთელი ბავშვობა სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ და ახლაც მზად არის თავის მიწაზე მშიდობისთვის იბრძოლოს.

მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს