შიშველი რუსი მამაკაცი, რომელსაც ტანზე "საქართველო რუსეთი" აწერია (+11 ფოტო)

შიშველი რუსი მამაკაცი, რომელსაც ტანზე "საქართველო რუსეთი" აწერია (+11 ფოტო)

ვებსაიტ oddstuffmagazine.com-ის არქივში 2012 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება, რომელიც ექცენტრული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს.

რუსეთის ქალაქ არხანგელსკში 40 წლის ანდრეი ხრისტოფოროვი ცხოვრობს, რომელიც მეზობლებს უცნაური საქციელით ხშირად აკვირვებს. მაგალითად, 40 წლის იუბილეზე ანდრეიმ "გააცნობიერა", რომ ხეა. მას შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეიტყო კაცზე, რომელიც ქვეყნის ტყეებზე ზრუნავს და თითოეული ხის დასაცავად აუქციონებიც ჩაუტარებია. ის სახელმწიფო დაწესებულებაში შიშველი მიდის და აქციებს აწყობს. ამასთან, დროთა განმავლობაში სახელებსაც იცვლის.

როგორც oddstuffmagazine.com წერს, ანდრეი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის კონცერტზე მისვლას აპირებდა და სურდა, სცენაზე შიშველი ასულიყო. ანდრეის სურდა, ქართველი ვარსკვლავი სახელდახელოდ მოხატული წარწერით გაეკვირვებინა. მას ზურგსა და მუცელზე დახატული აქვს გული, რომელშიც "საქართველო რუსეთი" წერია.

ის უჩვეულო საქციელის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ. ყოველთვის, როდესაც ახალ მისიას წამოიწყებს, პროექტის შესაბამისად, სახელს იცვლის. მის ანგარიშზე უკვე 23 პასპორტია - ყველგან სხვადასხვა სახელია მითითებული. ანდრეი ყოფილა მიხეილ ლომონოსოვიც, ოქტომბერ შემოდგომა, მარტი გაზაფხული და სხვა. მას სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების სახელი და გვარიც დაურქმევია. უჩვეულო სახელები ჰქვიათ როგორც მის ცოლს, ასევე შვილებსაც.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს