სკოლებში გოგონებს უფასო პრეზერვატივებს დაურიგებენ

სკოლებში გოგონებს უფასო პრეზერვატივებს დაურიგებენ

არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანეთის სკოლებში თინეიჯერ გოგონებს უფასო პრეზერვატივებსა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს დაურიგებენ.

როგორც ბრიტანეთში მდებარე ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორგანიზაცია National Institute for Health and Care Excellence-ში აცხადებენ, 25 წლამდე ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს კონტრაცეფტიული აბები. უფასო პრეზერვატივები "ადვილად ხელმისაწვდომი" უნდა იყოს ბიჭებისთვისაც და გოგონებისთვისაც ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სკოლები, კოლეჯები და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი კლუბები.

ინგლისში თინეიჯერ ფეხმძიმეებზე ორსულობების ძალიან დიდი რაოდენობა მოდის - ახალი პროექტი სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავებას გულისხმობს. თუმცა, ქვეყანაში პრობლემა მხოლოდ ფეხმძიმე თინეიჯერები არაა - პატარა გოგონები ხშირად აბორტს იკეთებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს