რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტინისთვის იხდის

რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტინისთვის იხდის

Ambebi.Geინტერნეტში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის მისალოცი ეროტიკული კალენდარი გამოჩნდა. 2011 წლის კალენდარს Happy Birthday, Mr Putin! ჰქვია და ის პირველად მოძრაობა "Наши"-ის პრესმდივანმა კრისტინა პოტუპჩიკმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა.

ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოგადაღებაში მონაწილეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 12-მა სტუდენტმა გოგონამ მიიღო, რომლებმაც რუსეთის პრემიერს 58-ე დაბადების დღე საცვლებისამარა მიულოცეს.

Ambebi.Geეროტიულ ფოტოებს თან ახლავს საკმაოდ გულახდილი წარწერები: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ საუკეთესო ხართ!", "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე თქვენ მჭირდებით!" კალენდარი უკვე იყიდება მოსკოვის ჰიპერმარკეტებში.

კალენდრის პროდუსერი ვლადიმერ ტაბაკი პოლიტიკურ შეკვეთას გამორიცხავს: "რა თქმა უნდა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისადმი ჩვენ ყველა სიმპათიით ვართ განწყობილნი, მაგრამ ამით არავის არაფრისკენ მოვუწოდებთ. უბრალოდ, მყვირალა პროექტი გავაკეთეთ და ვიდემოვნებთ, რომ პუტინს მოეწონება".

კალენდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მესამეკურსელმა კატია სახაროვამაც, რომლის ფოტოს წარწერა: "ვინ, თუ არა თქვენ?" ახლავს. 

"ეს ვლადიმერ პუტინისთვის მხოლოდ საჩუქარია და პროექტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის. როცა გადაღებაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა