ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ეფექტური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება დნესტრისპირეთის ფაქტობრივი საგარეო ბლოკადის მოხსნისკენ.

"დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, აზრთა გაცვლის დროს, რუსეთის ხელმძღვანელი პირისგან საუბარი იყო ეფექტური ზომების მიღებაზე ამ რეგიონისთვის საგარეო ფაქტობრივი ბლოკადის მოხსნაზე და დნესტრისპირეთის პრობლემის ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მიღებაზე", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რია ნოვოსტის" ცნობით, პარასკევს, ანალოგიური წუხილი ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთანაც გამოხატა. როგორც კრემლში განაცხადეს, რუსეთის ლიდერმა ბარაქ ობამას ყურადღება მიიპყრო დნესტრისპირეთის ფაქტობრივ საგარეო ბლოკადაზე, რაც რეგიონის მცხოვრებლებს ურთულებს ყოფით პირობებს, ხელს უშლის მათ გადაადგილებას, ნორმალურ სავაჭრო და ეკონომიკურ მოღვაწეობას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა