გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა - 3-დღიანი გლოვა კოლუმბიაში

გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა - 3-დღიანი გლოვა კოლუმბიაში

მექსიკაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა მწერლისა და ოჯახის პრესმდივანმა ფერნანდა ფამილიარმა. "გარბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა", - დაწერა ტვიტერის გვერდზე ფამილიარმა.

მარკესი რამდენიმე დღის წინ მექსიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

ბოლოს საზოგადოების წინაშე მწერალი წელს, მარტის დასაწყისი გამოჩნდა, როცა სახლიდან ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან სასაუბროდ გამოვიდა. ისინი დიდი მწერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

დიდი მწერლის გარდაცვალების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა