ირანული "ვეფხი და მოყმე" - დედამ შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯისგან შენდობით იხსნა (+15 ფოტო)

ირანული "ვეფხი და მოყმე" - დედამ შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯისგან შენდობით იხსნა (+15 ფოტო)

ირანში დედამ საკუთარი შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯისგან ბოლო წუთს იხსნა. მსხვერპლის ნათესავებს ფეხქვეშ სკამი უნდა გამოეცალათ მსჯავრდებულისთვის, რომელიც კისერზე თოკმობმული იდგა. თუმცა მოკლულის დედამ მას სახეში სილა გააწნა, შემდეგ კი დანაშაული შეუნდო.

1. ბალალს სიკვდილი იმის გამო მიუსაჯეს, რომ 7 წლის წინ ახალგაზრდა ადამიანი - აბდული იმსხვერპლა. იმ დროს ორივე 17 წლის იყვნენ.

2. სიკვდილით დასჯამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულის დედამ განაცხადა, რომ შვილის შეწყალების იმედი აღარ ჰქონდა.

3. დასჯის პროცესზე დასასწრებად ქალაქ ნურში, მაზენდარანის პროვინციაში ხალხი შეიკრიბა.

4. შარიათის კანონის თანახმად, მსხვერპლის ნათესავებმა დასჯაში მონაწილეობა უნდა მიიღონ - მათ მსჯავრდებულს ფეხქვეშ სკამი უნდა გამოაცალონ.

5. ბალალის ნათესავები დასჯამდე...

6. მოკლულის ნათესავები უყურებენ, თუ უკეთებენ ყულფს მსჯავრდებულს.

7. ბოლო წუთს მსხვერპლის დედა ბალალთან მიდის, სახეში სილას აწნის და ეუბნება, რომ მიუტევა.

8. მსჯავდებული სიკვდილს გადაურჩა. მსხვერპლის ნათესავები მსჯავრდებულს ყულფს ხსნიან.

9. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი მსხვერპლის მამას მადლობას უხდის იმისთვის, რომ ოჯახმა მკვლელის შენდობა არჩია.

10. მკვლელისა და მსხვერპლის დედები ერთად ტირიან.

11. ბალალის ნათესავები აბდულის მამას მადლობას უხდიან.

12. ბალალის ნათესავები ერთმანეთს ულოცავენ.

13. თუმცა შეწყალება არ ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ, მსხვერპლის ოჯახს მხოლოდ სასჯელის შეცვალა შეუძლია.

14. მოკლული აბდულ ჰოსეინზადეს მშობლები და დები. აბდულის 11 წლის ძმა მოტოციკლით ავარიამ იმსხვერპლა.

15. აბდულის მშობლები მის საფლავზე.

მომზადებულია www.svoboda.org-ის მიხედვით.

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე - "20 000 ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა"