სლავიანსკში სეპარატისტებმა 3 ჟურნალისტი გაიტაცეს

სლავიანსკში სეპარატისტებმა 3 ჟურნალისტი გაიტაცეს

სლავიანსკში სეპარატისტებმა 3 ჟურნალისტი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ში საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი დენის კაზანსკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ შეპყრობილია ორი იტალიელი ჟურნალისტი – პოლ გოგო და კასიმო ატანასიო და ბელორუსული გაზეთ "ახალი საათის" კორესპონდენტი დენის დიმიტრი გალკო. ჟურნალისტებს წაართვეს დოკუმენტაცია, თანხა და ტექნიკა. ამჟამად ისინი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ერთ-ერთ შენობაში იმყოფებიან.

გამთენიისას სეპარატისტებმა ასევე დააკავეს ევრომაიდანის აქტივისტი ირმა კრატი.

20 აპრილს გამთენიისას კი, სლავიანსკში ერთ-ერთ ბლოკპოსტზე სროლას, გავრცელებული ინფრომაციით - 5, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა