პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა

პენტაგონი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა

პენტაგონის განცხადებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი არაერთხელ შევიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა სტივენ უორენმა განაცხადა. თუმცა, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის.

სტივენ უორენის განცხადებით, პენტაგონმა თხოვნით მიმართა რუსულ მხარეს სატელეფონო საუბარი გამართულიყო აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეგელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"რუსულ მხარეს მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ჩაკ ჰეიგელი ნებისმიერ დროს არის მზად სატელეფონო საუბრისთვის, თუმცა პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნა სტივენ უორენმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები წამოიწყო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა