"თავის მოკვლა მინდა!" - როგორ განიცდიან ბრაზილიელი გულშემატკივრები დამარცხებას (+32 ფოტო)

"თავის მოკვლა მინდა!" - როგორ განიცდიან ბრაზილიელი გულშემატკივრები დამარცხებას (+32 ფოტო)

ბოლო განახლება: პელეს პირველი კომენტარი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ

გუშინ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი მატჩის მომსწრენი გავხდით, რომლის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში ისაუბრებენ.

გერმანიამ მუნდიალის მასპინძელს და უმთავრეს ფავორიტს 7 გოლი გაუტანა - ეს მასპინძელი ქვეყნისთვის და გულშემატკივრისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. მატჩი გერმანიის სასარგებლოდ 7-1 დამთავრდა.

ეს ფოტოგალერეა ასახავს, თუ როგორ განიცდიან ბრაზილიელი გულშემატკივრები დამარცხებას. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, სტადიონზე უამრავი ცრემლი და იმედგაცრუება ნახეს. ყველაზე ერთგულმა გულშემატკივრებმაც კი სტადიონი პროტესტის ნიშნად მატჩის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე დატოვეს. გაღიზიანებამ ქუჩაში გადაინაცვლა, გულშემატკივრებმა ავტობუსებს ცეცხლი წაუკიდეს.

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს სტადიონზეც. ნახავდით ისეთ სასოწარკვეთილ გულშემატკივრებსაც, რომლებსაც წაგებამ სუიციდური აზრები გაუჩინა: "აღარაფერი დამრჩა! ბრაზილიელი ვარ და თავის მოკვლა მინდა", - ყვიროდა ერთ-ერთი გულშემატკივარი ქუჩაში.

იხილეთ ფოტოგალერეა (+32 ფოტო)

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა