ჩვენ მათ "მოდუნებაში" ვეხმარებით - ტყვე გოგონას შემზარავი ისტორია ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქიდან

ჩვენ მათ "მოდუნებაში" ვეხმარებით - ტყვე გოგონას შემზარავი ისტორია ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქიდან

უკრაინელი ბლოგერი ფილიმონენკო  სკანდალური ბლოგს აქვეყნებს სათაურით: "Сексуальное рабство в оккупированном Луганске". ბლოგერი დეტალურად აღწერს ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში ტყვედ აყვანილი გოგონას ისტორიას, როემლიც მას პირადად მძევალის დედამ უამბო.

გოგონა, რომლიც ლუგანსკის ამბოხებულების ძირითად ბაზაში იმყოფება დედას ანონიმური ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცოცხალია. მასთან ერთად კი 40 გოგონაა. ამასთან 18 წლის გოგონამ დედას უამბო, თუ როგორ ექცევიან მათ ამბოხებულები: "გვპირდებიან, რომ გამარჯვების შემდეგ გაგვიშვებენ. არ გვცემენ თუ ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან. ჩვენ ასე ვთქვათ "მოდუნებაში" ვეხმარებით ბრძოლის შემდეგ. რაღაცით გვაბრუებენ და შემდეგ აკეთებენ ყველაფერს რაც უნდათ. გოგოებს გამუდმებით ცვლიან. ხოლო გოგონები ვინც გაჰყავთ, უკან აღარასდროს ბრუნდებიან. მიშველეთ, ალბათ გავგიჟდები"...

დეტალურად: Сексуальное рабство в оккупированном Луганске

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა