ბარაკ ობამამ, მერკელმა და კემერონმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობები განიხილეს

ბარაკ ობამამ, მერკელმა და კემერონმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობები განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობები განიხილა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც "თეთრი სახლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის. "ისინი განიხილავენ, რა დამატებითი ღონისძიებების გატარება შეიძლება გახდეს საჭირო", - ნათქვამია "თეთრი სახლის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა