პრორუს ტერორისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში 400-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი

პრორუს ტერორისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში 400-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი

პრორუს ტერორისტებს, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ დროისთვის, 400-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი, რომელთა მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. "უკრინფორმის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

"მძევლებს შორის 3 ჟურნალისტია, 6 პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, მოსამართლე და 321 მშვიდობიანი მოქალაქე. მთლიანობაში, საომარი მოქმედებების პერიოდში ტერორისტებმა 842 მძევალი აიყვანეს, რომელთაგან დღეისთვის 446 თავისუფალია", – განაცხადა ლისენკომ.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროების შეტევების შედეგად, "ბოევიკებს" შორის პანიკური განწყობა მატულობს. "ამას მოწმობს ის გარემოება, რომ "ბოევიკების" რიგებს ზოგიერთი მეთაური ტოვებს", – განაცხადა ლისენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა