ერდოღანი - ნეთანიაჰუმ ბარბაროსობაში ჰიტლერს გადააჭარბა

 ერდოღანი - ნეთანიაჰუმ ბარბაროსობაში ჰიტლერს გადააჭარბა

თურქეთის პრემიერმინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ღაზას სექტორში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბარბაროსობაში ჰიტლერსაც კი გადააჭარბა.

"როიტერის" ინფორმაციით, ამის მიუხედავად, ერდოღანი თურქულ საზოგადოებას მოუწოდებს, არ მიმართონ საკუთარი მრისხანება მათ ქვეყანაში არსებული ებრაული დიასპორებისადმი. "მან, ვინც ჰიტლერის დანაშაულს გმობს, თავად გადააჭარბა მის ბარბაროსობას", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ისრაელის საომარი ოპერაცია ღაზას სექტორში ისედაც არა საუკეთესო ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს და ამასთან აშშ-ს ადანაშაულებს ისრაელის მხარდაჭერაში, რომელიც მისი თქმით, "ჰამასზე" არაპროპორციულ ძალისმიერ ზემოქმედებას ახდენს.

ერდოღანის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავშეკავება ურჩია, რისი მიზეზიც სტამბულსა და ანკარაში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართული საპროტესტო აქციები გახდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა