ჯონ ქერიმ რუსეთს მოთხოვნები წაუყენა

ჯონ ქერიმ რუსეთს მოთხოვნები წაუყენა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას რუსულ მხარეს მოუწოდა, ზეგავლენა მოახდინოს ტერორისტებზე კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რათა საერთაშორისო გამოძიებას ხელი არ შეეშალოს მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნის ფაქტის გამოძიებაში. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

"ჯონ ქერიმ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს კონკრეტული ზომები აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შესაჩერებლად, კონკრეტულად კი: მოუწოდოს პრორუს სეპარატისტებს დაყარონ იარაღი, გაათავისუფლონ მძევლები და უკრაინის ხელისუფლებასთან დიალოგს დათანხმდნენ, შეაჩეროს იარაღისა და ტერორისტების შესვლა უკრაინაში, საშუალება მისცეს ეუთოს დამკვირვებლებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებაში", – აღნიშნული სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, ჯონ ქერიმ განსაკუთრებით აღნიშნა ავიალაინერთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების საკითხი და გამომძიებლების შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ დაშვება მოითხოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა