მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაჟინებით მოითხოვს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეორგ შტაიგერმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან მოსკოვს მალაიზიური "ბოინგის" ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სრულმასშტაბიან გამოძიებაზე არავითარი დაინტერესება არ გამოუთქვამს, ასევე არ არის დაინტერესებული დონბასში არსებული ვითარების სტაბილურობით, გერმანიის კანცლერი საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას.

მერკელის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს დაღუპულთა გვამების აღმოჩენასთან დაკავშირებული პრობლემები და კატასტროფის ადგილზე კვლავ არ უშვებენ საერთაშორისო ექსპერტებს. შტაიგერის განცხადებით, გარდა ამისა, რუსეთი საკმაოდ თავშეკავებულ ზემოქმედებას ახდენს პრორუსულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.

ამიტომ, ანგელა მერკელი მხარს უჭერს გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსკოვის მისამართით ტონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით კი, ანგელა მერკელი წინააღმდეგია იმ იდეის, რომ რუსეთს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოერთვას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა