ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახებას 12 ბავშვი ემსხვერპლა

ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახებას 12 ბავშვი ემსხვერპლა

ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად 12 ბავშვი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ტელენგანას შტატში, მედაკის ოლქში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია 16 ბავშვი, მათი ასაკი 7-დან 14 წლამდეა.

ავტოავარია მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსს მოსწავლეები სკოლაში მიჰყავდა. ავარიის დროს დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც.

ინდოეთში სარკინიგზო შეჯახებები ხშირად ხდება და უმეტეს შემთხვევაში ამის მიზეზად მატარებლის არასწორი მართვა და უყურადღებობა სახელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა