15 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა ღაზას სექტორში სკოლის შენობის აფეთქების შემდეგ

15 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა ღაზას სექტორში სკოლის შენობის აფეთქების შემდეგ

ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე გაეროს კუთვნილ სკოლაზე ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

პალესტინელი ექიმების განცხადებით, სკოლის შენობაში, რომელიც ქალაქ ბეით-ჰანუნში მდებარეობს, ასობით დევნილი იყო განთავსებული, რომლებიც საომარ მოქმედებებს თავს აფარებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები ისრაელის ტანკებმა ისროლეს ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელ "ბოევიკებს" შორის საომარი მოქმედებების დროს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და მოძრაობა "ჰამასს" შორის არსებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 16 დღის განმავლობაში 725 პალესტინელი და ისრაელის 30 მოქალაქე გარდაიცვალა.

ნახეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა