მიხაელ შუმახერის სასოწარკვეთილი ცოლი ქმრის თვითმფრინავს ყიდის

მიხაელ შუმახერის სასოწარკვეთილი ცოლი ქმრის თვითმფრინავს ყიდის

კორინა შუმახერი კერძო თვითმფრინავს, რომლითაც მისი მეუღლე მიხაილ შუმახერი დაფრინავდა, 12 მილიონ ფუნტად ყიდის. მას შემდეგ, რაც ფორმულა ერთის მრბოლელი კომაში ჩავარდა, მიუხედავად მისი გონზე მოსვლისა, ის ვეღარ განაახლებს მოგზაურობას დედამიწის გარშემო.

45 წლის მიხაელ შუმახერი მეტყველების და მოძრაობის უნარდაკარგული წევს შვეიცარულ კლინიკაში და ხანგრძლივ თერაპიას გადის, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

შუმახერის მეუღლე რუხი კერძო თვითმფრინავის, ფალკონ 2000-ის სწრაფად გაყიდვას ცდილობს. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ შუმახერი ჯანმრთელობის მხრივ პროგრესს განიცდის. შვეიცარულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიხაელი კლინიკას მალე დატოვებს და სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

4 თვის წინ მეუღლემ და სხვა ოჯახის წევრებმა, შუმახერის საცხოვრებელი სახლის გადაკეთება დაიწყეს, რათა საავადმყოფოდან გამოწერილი პაციენტისთვის კომფორტული ზონა მოეწყოთ. კიბეებზე პანდუსის განთავსების შემდეგ მედიამ დაასკვნა, რომ კლინიკიდან გამოწერის შემდეგ შუმახერი სწორედ ამ სახლში განაგრძობს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლას.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა