ჟირინოვსკიმ აბანოში ნახევრადშიშველ ბიჭებს პირის ღრუ შეუმოწმა - პიკანტური ფოტოები აბანოდან (6 ფოტო+ვიდეო)

ჟირინოვსკიმ აბანოში ნახევრადშიშველ ბიჭებს პირის ღრუ შეუმოწმა - პიკანტური ფოტოები აბანოდან (6 ფოტო+ვიდეო)

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ერთ-ერთ აბანოში იმყოფებოდა.  პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსული აბანო მეგაპოლისის მცხოვრებლებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო რუსულმა მედიამ გაავრცელა.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ "ტესტავს" ჟირინოვსკი აბანოს ავკარგიანობას რამდენიმე ახალგაზრდა შიშველ მამაკაცთან ერთად. თავიდან ჟირინოვსკი ბიჭებს სხვადასხვა აუზში ანაწილებს, შემდეგ კი ერთ-ერთ აუზში 4 მამაკაცთან ერთად ჩადის. ბოლოს პოლიტიკოსი ბიჭების ჯანმრთელობითაც ინტერესდება - უმოწმებს ყელსა და კბილებზე კარიესს.

"კარიესი არ არის, ყველაფერი სუფთადაა, ნატიფი ვარდისფერი, ყბა კარგია - თითქმის ლეოპარდია", - ამბობს პოლიტიკოსი და სათითაოდ ამოწმებს მამაკაცების პირის ღრუს.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოსი მამაკაცებთან ერთად ინტიმურ გარემოში იმყოფება.

ადრე, ერთ-ერთ თოქშოუში მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, პოლიტიკოსს მამაკაცებთან ერთად აბანოში ნებივრობა გაახსენა.

"თქვენ, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ლოგინიდან არ დგებით" - უთხრა ჟირინოვსკიმ პუგაჩოვას, რაზეც მომღერალმა უპასუხა: "თქვენ კი აბანოში ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ზიხართ".

გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ ჟირინოვსკი რუსი ლგბტ თემის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. "იუთუბზე" აღნიშნული ფაქტის ვიდეოც დევს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა