ეგვიპტე ისრაელს და პალესტინას მოლაპარაკებების გასმართად ქაიროში იხმობს

ეგვიპტე ისრაელს და პალესტინას მოლაპარაკებების გასმართად ქაიროში იხმობს

ეგვიპტემ ისრაელის და პალესტინის დელეგაცია, პარასკევს მოლაპარაკებების გასამართად ქაიროში მიიწვია, რათა მხარები შეეცადონ და იპოვონ კრიზისის დასაძლევი გზები. მოლაპარაკებებს დაესწრება აშშ-ის მცირე დელეგაციაც. ამის შესახებ BBC იუწყება.

გაეროში პალესტინის წარმომადგენელმა რიად მანსურმა BBC-ს განუცხადა, რომ პალესტინის დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება მოძრაობა ჰამასიც.

ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ყველა წინა მოლაპარაკებები, მხარეების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების გამო ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ  ისრაელმა და ჰამასმა ღაზას სექტორში 72 საათიანი "ჰუმანიტარული ზავის" შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ძალაში დღეს შევიდა. ზოგიერთმა დიპლომატმა უკვე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ მხარეები ძალადობისგან თავის შეკავებას მოახერხებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა