პუტინის რეიტინგი იზრდება - მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოსწონს პრეზიდენტი და პრემიერი რუსეთში

პუტინის რეიტინგი იზრდება - მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოსწონს პრეზიდენტი და პრემიერი რუსეთში

რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იზრდება და მის 2008 წლის დროინდელ პოპულარობას უტოლდება. ამას "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.

გამოკითხვების თანახმად, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 87 %-მდე გაიზარდა. ეს კი მკვლევარების აზრით, "ყირიმის ეფექტს" უკავშირდება. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 13 %-ს.

მაისში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 4 %-ით ნაკლები იყო და 83 %-ს შეადგენდა, მარტში 72%-ს.

გარდა ამისა, იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას დადებითად აფასებენ, თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 66 % შეადგინა. მხოლოდ 19 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

პუტინთან ერთად მოიმატა პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის რეიტინგმა, რომელიც 65-დან 71 %-მდე გაიზარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა