კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:52 / 13-02-2016
კაცი, რომელიც დღეში 30 მილიონს შოულობს
ბოლო 40 წელია მოკრძალებულ, ექვსი საძინებლისგან შემდგარ სახლში ცხოვრობს. არ ჰყავს მძღოლი და ყოველთვის თავად მართავს საჭეს. იშვიათად დადის პირად მცველებთან ერთად, უარს ამბობს მდიდრულ იახტებზე, თითქმის არასდროს იყენებს კომპიუტერს, პერსონალური ლეპტოპის ნაცვლად კი მნიშვნელოვან ჩანაწერებს ისევ ბლოკნოტში აკეთებს. ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრებზეც კი მაჯას უბრალო, ელექტრონული საათი უმშვენებს, რომელშიც კალკულატორია ჩამონტაჟებული. დღეში დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შოულობს, მომავალი 100 წლის განმავლობაში კი საკუთარ თავს შეუძლია წუთში 200 ათასის დახარჯვის უფლება მისცეს.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი ამბობს, რომ ფულის შოვნა არასდროს ყოფილა მისთვის მთავარი მიზანი. უბრალოდ, უნდა, რომ კარგი ბიზნესმენი იყოს.

ჟურნალმა ”ფორბსმა” მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატის ქონება 79,6 მილიარდ დოლარად შეაფასა და ამ მაჩვენებლით, კარლოს სლიმმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში კიდევ ერთხელ ჩამოიტოვა რეიტინგის ლიდერი ბილ გეიტსი.

”ფორბსის” მიერ დასახელებულ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მექსიკელი პირველად 2002 წელს აღმოჩნდა, რამდენიმე წელიწადში კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სამეულში მოხვდა უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის შემდეგ. 2010 წელს კი ის ლიდერობას არავის უთმობდა. ბილ გეიტსმა მექსიკელი მაგნატი უკან მხოლოდ ”ფორბსის” 2014 წლის რეიტინგში ჩამოიტოვა, თუმცა ისიც მხოლოდ სამი თვით, რადგან ივლისში კარლოს სლიმმა თავისი შემოსავლებით კვლავ გადაასწრო ამერიკელ მილიარდერს.

74 წლის კარლოს სლიმ ელუ მექსიკაში გადაბარგებული, ლიბანელი დევნილების მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. მამამისმა - ჯულიან სლიმმა მექსიკას არმიაში გაწვევისგან თავდასაღწევად შეაფარა თავი. თუმცა, ახალგაზრდა ლიბანელს ახალ ქვეყანაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია. ოჯახის რჩენა უძრავი ქონების ვაჭრობით დაიწყო, მალე კი თავად იქცა წარმატებულ ბიზნესმენად.

პირველი ბიზნესგაკვეთილები პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში, სწორედ მამისგან მიიღო. უკვე წარმატებულმა და გამდიდრებულმა ჯულიან სლიმმა შვილები საკუთარ ბიზნესში ადრეული ასაკიდანვე ჩართო, გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ ”ჯიბის ფულს” აძლევდა, თან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ავალებდა, საკუთარი ხარჯი და შემოსავლები რვეულში ჩაენიშნათ. ყოველი დღის ბოლოს კი მამა-შვილები ერთად აანალიზებენ ხარჯებსა და შემოსავლებს. სწორედ ასე ისწავლა საკუთარი ფინანსების განკარგვა კარლოსმა. ამბობენ, და-ძმებს შორის კარლოსი ყველაზე ნიჭიერი, გონებაგამჭრიახი და მიზანსწრაფული იყო. გარდა ამისა, პატარა კარლოსი მათემატიკის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდა. მათემატიკის მოყვარულმა და ნიჭიერმა კარლოსმა პირველი ბიზნეს-ინვესტიცია 12 წლის ასაკში გააკეთა და მექსიკის ეროვნული ბანკის აქციები შეძინა. 17 წლისას კი ანგარიშზე უკვე პირველი მილიონი ედო.

მიუხედავად თინეიჯერობის ასაკში გამდიდრებისა, სკოლის დამთავრების შემდეგ კარლოსმა მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობა არ შეუწყვეტია. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლის პარალელურად, მექსიკელმა მაგნატმა ფულის შოვნის კიდევ ერთ ხერხს მიაგნო - დაბალკურსელებს ალგებრასა და პროგრამირებაში ამეცადინებდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 25 წლის ინჟინერ-მშენებელის დიპლომის მქონე კარლოს სლიმმა სასმელების მწარმოებელი კომპანია შეიძინა და უძრავი ქონების კომპანია Inmobiliaria Carso დააფუძნა.

იხილეთ სტატია სრულად

04:53 / 24-03-2016
არ გავს ქართველ ეგრედწოდებულ ბიზმესმენებს. მოპარული ფულით ამ გაღატაკებულ და გაჭირვებულ ქვეყანაში იხდიან მილლიონიან ქორწილებს იშენებენ ვილებს ყიდულობენ მაიბახებს და კიდევ რავიცი რას და მერე იღებენ სურათებს და ხალხს რო გული გაუხეთქონ დებენ სოციალურ ქსელებში. ამბები .გე და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც აპიარებენ ამათ. უნახავების ქვეყანა
lasha
14:17 / 15-02-2016
პენიცილინზეა ლაპარაკი თუ ფულზე, თუ პენიცილინზეა, რა სჭირს ასეთი მოურჩენელი?
luxo
მსგავსი სიახლეები
ამის შემდეგ რეი კროკმა კიდევ 30 წელი იცოცხლა და 600 მილიონი დოლარი გამოიმუშავა...
მინდა, 10 ან 14 საბანკო დღის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე სასწრაფოდ გადმოვრიცხო 11,5 მილიონი ამერიკული დოლარი
PHOTO+VIDEO ალიონა პოლიტუხას თამამად შეიძლება ვუწოდოთ სექსუალური სელფების უკრაინელი დედოფალი
ყველას არ შეუძლია, იყოს მარკ ცუკერბერგი
უარი ვთქვი ჩემს ქონებაზე და ვიყიდე პატარა ქოხი, რომელიც სრულიად საკმარისია ჩემთვის.
+VIDEO მის ამბავს ხშირად ადარებენ კონკიას ამბავს
სიახლე არ არის სოციალურ ქსელში ნივთების, აქსესუარების, ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის გაყიდვა
კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარული ოცნებობს, რომ მისმა გატაცებამ შემოსავალიც მოუტანოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:52 / 30-05-2016  Image "მასტერას" საქმე იმ მოსამართლემ აიცილა, რომლის შესაძლო კორუფიულ საქმიანობას 2005 წელს თავად დგებუაძე სწავლობდა
"რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად"
11:47 / 30-05-2016  Image შსს-ს კომენტარი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე
+VIDEO ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა
16:25 / 30-05-2016  Image "ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე
"მუდამ ვაღწევდი იმას, რაც მსურდა და ვერავინ დამაძალებს იმას, რაც არ მინდა"
14:45 / 30-05-2016  Image როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს
"ნახევარ წერილზე ქანცი გამძვრა და როგორ მთავრდება ნეტა?..."
13:29 / 30-05-2016  Image სოციალურ ქსელში ერეკლე კოდუას და მისი რჩეულის ახალი ფოტო გამოქვეყნდა
+PHOTO ვინ არის სოდ-ის ყოფილი უფროსის რჩეული
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49