+18: ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სასტიკი შურისძიება

+18: ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სასტიკი შურისძიება

შეირაღებული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისთვის თავის მოკვეთის კადრებია ასახული. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

შეიარაღებული დაჯგუფების წევრების განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაშეტევებზე რევანში იყო.

"ბიბისის" ცნობით, ჯეიმს ფოლი 2012 წელს სირიაში გაიტაცეს და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.

ამერიკელი ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სააგენტო Global Post-ისა და სხვა მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის ფრანგული სააგენტო AFP-სთვის მუშაობდა.

სუნიტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელიც მანამდე "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით იყო ცნობილი, ერაყისა და სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული ძალადობის გამო 1,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. დაჯგუფების წევრები ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს დევნიან, მათ შორის ეზიდებს, ქრისტიანებსა და შიიტ მუსლიმებს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა