უკრაინის პირველი ლედი გლამურული ფოტოსესიის გამო სკანდალში გაეხვია

უკრაინის პირველი ლედი გლამურული ფოტოსესიის გამო სკანდალში გაეხვია

უკრაინის პირველი ლედი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოვლენების დროს მან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

 

მედიაში გორდება სკანდალი, რომელიც უკრაინულ გლამურულ ჟურნალ ”ელის” ყდაზე აღბეჭდილ უკრაინის პრეზიდენტის 52 წლის მეუღლეს უკავშირდება.

ფოტოსესია ლონდონელმა ფოტოგრაფმა მოაწყო. როგორც ”ენტევე” იუწყება, მარინა პოროშენკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. ”ფოტოსესია ექვს საათს მიმდინარეობდა. მარინამ ყველა გამოცდას ღირსეულად გაუძლო”, - განაცხადა ფოტოგრაფმა.

მიუხედავად ამისა, პირველი ლედის ჟურნალის ყდაზე გამოჩენამ უკრაინაში ნაციონალური ტრაგედიის პერიოდში საზოგადოება გააღიზიანა. ”როდესაც დონბასში დედები გარდაცვლილ შვილებს გლოვობდნენ, პრეზიდენტის მეუღლე ექვსი საათის განმავლობაში მოდურ ტანსაცმელს ირგებდა. როდესაც ქვეყანაში რაკეტები შენობებს ანადგურებდნენ, კიევში ფოტოსესია ტარდებოდა, რომელიც ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ფოტოგრაფს მიყავდა”, - წერს რუსული გამოცემა Super.ru.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა