მოსკოვში "მაკდონალდსის" მაღაზიები დახურეს

მოსკოვში "მაკდონალდსის" მაღაზიები დახურეს

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოსკოვში "მაკდონალდსის" მაღაზიები დახურა. რუსული მედიის ინფორმაციით, "როსპოტრებნადზორმა" რუსეთის დედაქალაქში "მაკდონალდსის" ქსელის 4 მაღაზიის, მათ შორის, მოსკოვში გახსნილი პირველი "მაკდონალდსის" მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზად უწყება "სანიტარული კანონმდებლობის მრავალმხრივ დარღვევას" ასახელებს.

სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და "როსპოტრებნადზორში" აცხადებენ, რომ ქსელის შემოწმება კვლავ გაგრძელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა