უკრაინაში რუსი სამხედროები შეიჭრნენ - დონეცკში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინაში რუსი სამხედროები შეიჭრნენ - დონეცკში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს

"ბოევიკები" და რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქების შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ქალაქ ნოვოაზოვსკიზე. ტერორისტებსა და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს შორის კი აქტიური ბრძოლები მიმდინარეობის დონეცკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიზიტი გააუქმა. არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. გარდა ამისა, პოროშენკო ინიციატივით გამოვიდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.

ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #უკრაინა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა