ფრანსუა ოლანდი - თუ რუსი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება

ფრანსუა ოლანდი - თუ რუსი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება

თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

"ჩვენი კონტინენტი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის ცივი ომის პერიოდის შემდეგ. საფრანგეთის პოზიცია ასეთია: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი, რომ ორხმრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა მიიღონ. რუსეთმა ეფექტურად უნდა აკონტროლოს თავისი საზღვრები და თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება", - განაცხადა ოლანდმა.

მოსკოვმა, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყო ინფორმაცია სეპარატისტებისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტი გააუქმა. არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. გარდა ამისა, პოროშენკო ინიციატივით გამოვიდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა