არსენი იაცენუკი - პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომი ევროპაში

არსენი იაცენუკი - პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომი ევროპაში

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენუკის განცხადებით, პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომი ევროპაში. "უკრაინას ძალუძს გაუმკლავდეს რუს ტერორისტებსა და დაქირავებულ "ბოევიკებს", რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს. მაგრამ უკრაინისთვის ძალიან ძნელია, გაუმკლავდეს რუსეთის არმიას და რუსეთს, როგორც ატომურ სახელმწიფოს, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულია. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს სამხედრო კონტრაქტები აქვს გაფორმებული რუსეთთან იარაღის მიწოდების თაობაზე, რომელიც გამოყენებულ იქნება უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და მსოფლიოს წინააღმდეგ", - წერს იაცენუკი "ფეისბუქში"-ში საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომის წარმოება ევროპაში და ამის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ, იაცენუკის აზრით, მსოფლიოს მხრიდან ახლა ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა