სადამდე აპირებენ რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრას და როგორია მათი საომარი განლაგება

სადამდე აპირებენ რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრას და როგორია მათი საომარი განლაგება

ნატო უკრაინაში რუსული ჯარის კონცენტრაციის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თანდართული ფოტოებით "Financial Times"-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფოტოებში ასახულია რუსეთის ჯარების გადაადგილება, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე უკრაინის საზღვარზე.

კერძოდ, სურათებზე ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის საარტილერიო დანადგარების მოძრაობა კრასნოდონის მახლობლად, ასევე მათი დისლოკაციის ადგილები რუსეთის ტერიტორიაზე - უკრაინის საზღვრის მახლობლად.

cenzor.net-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ მათ ოდესამდე ჩასვლა აქვთ ნაბრძანები. როგორც ინტერნეტ-გამოცემა წერს , ამის შესახებ Эспресо.TV-ს რუსული ჯარის მიერ ოკუპირებული ნოვოაზოვსკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

წყაროს ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ დაამშვიდონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ არ აპირებენ მათ ესროლონ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ მიიღეს მარიუპოლის დაკავების და შემდეგ ოდესამდე ჩასვლის გეგმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა