"დღეში საშუალოდ 36 ადამიანს კლავენ" - უკრაინის აღმოსავლეთში 2 593 ადამიანი დაიღუპა

"დღეში საშუალოდ 36 ადამიანს კლავენ" - უკრაინის აღმოსავლეთში 2 593 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში 2 593 ადამიანი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთში, 2014 აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 593 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ივან შიმონოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მსხვერპლის ამ რაოდენობას მალაზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც დაემატება, ეს ციფრი 3 ათასამდე გაიზრდება.

"აპრილის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში ჩვენი გამოთვლებით, ყოველდღიურად 11 ადამიანი იღუპებოდა. ბოლო თვის განმავლობაში კი ყოველღიურად საშუალოდ 36 ადამიანს კლავენ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა", - განაცხადა ივან შიმონოვიჩმა.

მისივე თქმით, 17 აგვისტოს მდგომარეობითა, სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებებს მძევლად სულ მცირე 468 ადამიანი ჰყავთ აყვანილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა