ბაროზო პუტინს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ბაროზო პუტინს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟოზე მანუელ ბაროზოსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

"გაიმართა ძალიან ღიად აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომლის დროსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უაღრესი შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო. მან მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, უარი თქვას დღევანდელ გზაზე, ხაზი გაუსვა რა, რომ ძნელია თანამშრომლობაზე საუბარი კონფლიქტის ესკალაციის პირობებში", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ევროკავშირმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ სამომავლო დესტაბილიზაციას უკრაინასა და რეგიონში დიდი ფასი ექნება", - დასძინა ბაროზომ.

კრემლის პრესსამსახურის ვერსიით კი, საუბრისას განხილული იყო სამომავლო გეგმები მინსკის ფორმატის შესახებ, ასევე რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდების საკითხი უკრაინის ტერიტორიის გავლით და ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა