ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბატალიონ "დონბასის" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო ჩართული.

"განსაზღვრული და შეთანხმებულია მარშრუტი, რომლითაც მოხდება ალყაში მყოფების გამოყვანა. ამ ადგილისკენ უკვე გაემგზავრნენ უკრაინელი სამხედროები", -ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ დონბასში მოქმედ სეპარატისტებს მოუწოდა, ალყაში მოქცეული სამხედროებისთვის ჰუმანტარული კორიდორი გაეხსნათ.

დონბასში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის კორიდორი გარკვეული პირობით გაეკეთებინათ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ უკრაინელი სამხედროების გაყვანას, თუ ისინი ჰუმანიტარული კორიდორიდან იარაღის გარეშე გავიდოდნენ.

ბატალიონმა, რომელიც მოხალისეებით არის დაკომპლექტებული, ალყის გარღვევა ერთხელ უკვე სცადა, თუმცა უშედეგეოდ. არსებული ინფორმაციით, ბატალიონ "დონბასის" შემადგენლობაში ორი ქართველიც არის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა