ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის რობერტ მენდესის განცხადებით, რუსეთს ძვირად უნდა დაუჯდეს განხორციელებული აგრესია.

"ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას თავდაცვითი იარაღის ისეთი ტიპი, რომლის საშუალებითაც პუტინი მომავალი აგრესიისთვის საფასურს გადაიხდის", - განაცხადა რობერტ მენდესმა.

მისივე თქმით, უკრაინაში განხორციელებული ქმედებები აღარ არის მხოლოდ სეპარატისტების ცალკეული ქმედებები.

"ეს არის რუსეთის პირდაპირი შეჭრა უკრაინაში და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს", - განაცხადა რობერტ მენდესმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი შესაძლოა დღესვე დაიდოს აშშ-ის პრეზიდენტის მაგიდაზე.

თავის მხრივ, როგორც ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა CBS-თან საუბრისას განაცხადა, ვლადიმერ პუტინი კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა. მაკკეინმა ხელისუფლებას ასევე მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ.

"მიეცით მათ იარაღი, რომელიც სჭირდებათ. მიეცით მათ აუცილებელი რესურსები. მიეცით მათ ბრძოლის შესაძლებლობა", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა