ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა.

"როიტერის" ინფორმაციით, ახალი სანქციები ეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ფინანსურ და ნავთობმრეწველობას.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვას. ასევე ავსტრალიამ აკრძალვა დააწესა ყირიმში ინვესტიციებზე.

"კონფლიქტის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მოდით, განვმარტოთ, რა ხდება. ეს კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და რუსეთია ამ ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებელი. მინდა გითხრათ, რომ ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს", - განაცხადა ტონი ებეტომა.

ავსტრალიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში მანამდე რვა რუსი და ოთხი უკრაინელი მაღალჩინოსანი მოხვდა.

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მოამზადებს ევროკავშირიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა