უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საომარი მოქმედების შესახებ პარლამენტში საკითხის შეტანას განიხილავს. "უნიანის" ინფორმაციით , ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "სვობოდას" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა განაცხადა.

"მე კიდევ ერთხელ ვკითხე პრეზიდენტს, რა არის იმის მიზეზი, რომ აჭიანურებს სამხედრო მდგომარეობის შემოღებას, რაზეც მიპასუხა, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით", - აღნიშნა დეპუტატმა. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯერ კიდევ ელოდება ფრონტზე ვითარების გამწვავებას.

რადას კიდევ ერთი ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი სერგეი სობოლევი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა არ იქნება შემოღებული. მისი თქმით, არსებული ვითარება ჯერ კიდევ იძლევა შესაძლებლობას, არ იყოს შემოღებული სამხედრო მდგომარეობა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა