ტერორისტების ალყიდან კიდევ 11 უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა

ტერორისტების ალყიდან კიდევ 11 უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში ტერორისტების ალყიდან კიდევ 11 უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ილოვაისკის დასაკავებლად უკრაინის სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლები 18 აგვისტოდან მიმდინარეობს. გასულ კვირას სეპარატისტების ალყაში უკრაინის რამდენიმე ბატალიონის მებრძოლები მოექცნენ.

როგორც გუშინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, ალყიდან 84 მებრძოლი გამოვიდა, რომლებიც ბატალიონ "დნეპრი 1"-ის, "დონბასისა" და "სვიტიაზის" წევრები არიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა