რუსეთი სამხედრო დოქტრინის შეცვლას გეგმავს

რუსეთი სამხედრო დოქტრინის შეცვლას გეგმავს

უკრაინის კრიზისისა და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს გაფართოების გეგმების გამო, რუსეთი თავის სამხედრო დოქტრინას შეცვლის. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, მიხეილ პოპოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობების გაუარესება რუსეთის სამხედრო სტრატეგიაზე აისახება.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოება, მათ შორის ალიანსის გაფართოება, რუსეთისთვის მთავარი სამხედრო მუქარა იქნება", - განაცხადა მიხეილ პოპოვმა.

როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში აღნიშნა, აშშ-ი ასევე აძლიერებს ნატო-ს ჯარების დაჯგუფებას ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.

"უკვე დაგეგმილია ესტონეთის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორის გადასროლა. და ეს ყველაფერი მოხდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან", - აღნიშნა პოპოვმა.

მისივე განცხადებით, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკრაინაში შექმნილი ვითარებაც, რომელიც "ფერადი რევოლუციების" პოლიტიკის მორიგი ეტაპია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად შეფასდება.

გუშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი სწრაფი რეაგირების ახალი ძალების შექმნას გეგმავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა