ბორის აკუნინი "პუტინისტური რუსეთიდან" მიდის

ბორის აკუნინი "პუტინისტური რუსეთიდან" მიდის

მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც უფრო ცნობილია თავისი ლიტერატურული ფსევდონიმით ბორის აკუნინი აცხადებს, რომ ფხიზელი მთვრალთან ვერ იცხოვრებს და "პუტინისტური რუსეთიდან" მიდის.

ამის შესახებ აკუნინი Эхо Москвы-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.

"პუტინისეულ რუსეთთან მე არ მაქვს შეხების წერტილი, მასში ყველაფერი მეუცხოება. ჩემთვის ძნელია აქ ყოფნა საერთო აზროვნების დაბინდულობის პერიოდში. ემიგრირებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს, ალბათ საზღვარგარეთ გავატარებ. ფხიზელი მთვრალთან ერთ სახლში თავს მყუდროდ ვერ გრძნობს. პერიოდულად მოვინახულებ, ვნახავ, არ გამოდის კი მუდმივი სიმთვრალის მდგომარეობიდან? ხოლო იმის ნაწილად, რასაც რუსეთი ჰქვია, მე დავრჩები. ასევე რუსეთიც, რომელიც ჩემი ნაწილია, არსად არ წავა", - წერს აკუნინი.

მწერალი თავის ბლოგში ასევე აფასებს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას.

"დავდივარ მოსკოვის ქუჩებში, ვუყურებ ხალხს და მესმის ნაწყვეტები მათი საუბრიდან: დაჩა, პირველი სექტემბერი და გაუცხოება მემართება. ისინი ვერ ხედავენ, არ უნდათ დაფიქრდნენ. ხალხი დამნაშავე არაა, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. მაგრამ ისტორიის ასეთ მომენტებში სიბრმავე და გულგრილობა ძვირად მოგვიბრუნდება. ჩემს ქვეყანას მძიმე გამოცდა ელის, უფრო მძიმეც კი, რომლის წინაშეც ახლა უკრაინა დგას. ასევ ვაფასებ მე ბოლო პერიოდის მოვლენებს და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა, ვცდებოდე", - წერს ბორის აკუნინი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა