ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს

ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს

პარასკევს, ევროკავშირმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაამკაცროს ანტირუსული სანქციები.

"როიტერის" ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შორის განიხილება რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე აკრძალვის დაწესება. სააგენტოს ცნობით, ევროკომისია ახალ სანქციებს ოთხშაბათს მოამზადებს, პარასკევს კი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები დაამტკიცებენ სამოქმედო გეგმას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით, საერთაშორისო ტრანზაქციის ქსელ "SWIFT"-იდან რუსეთის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან ეს რადიკალურ ზომად მიიჩნიეს და ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა