პატრიარქი ფილარეტი: პუტინს სატანა ჩაუსახლდა

პატრიარქი ფილარეტი: პუტინს სატანა ჩაუსახლდა

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ”სატანის ზემოქმედების ქვეშაა”. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას uainfo.org  აქვეყნებს. პატრიარქის განცხადება  კიევის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეც დევს.

"დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს მმართველებს შორის, რომლებიც ნათლობით მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნიან, გამოჩნდა ნამდვილი, ახალი  კაენი - მაგრამ არა სიტყვით, არამედ საქმით. ეს საქმეები მოწმობენ, რომ აღნიშნული მმართველი, ისევე, როგორც პირველი ძმისმკვლელი ისტორიაში - კაენი, სატანის ზემოქმედების ქვეშაა", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

”რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ღიად ცრუობს, ცინიკურად იტყუება და  ჩვენს ქვეყანაში აგზავნის დაქირავებულ მკვლელებს, რის შედეგადაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლია," - აცხადებს პატრიარქი.

პატრიარქ ფილარეტის აზრით, სწორედ პუტინს აწევს ზურგზე აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანების სიკვდილის დიდი დანაშაული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა