ილოვაისკთან უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს

ილოვაისკთან უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან 26 უკრაინელი სამხედროს ცხედარია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

liga.net-ის ინფორმაციით, სამხედროების ცხედრები უკრაინის საძიებო ჯგუფის "სახალხო ხსოვნის კავშირის" წევრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ქალაქში ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრების მიერ საერთო ჯამში, 39 უკრაინელი სამხედროს ცხედრია აღმოჩენილი.

უკრაინული მედიის ცნობით, უახლოეს ხანებში საძიებო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს ქალაქ ილოვაისკში სამძებრო სამუშაოებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა