აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავიაშეტევა განახორციელა

აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავიაშეტევა განახორციელა

აშშ-მა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავიაშეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ავიაშეტევების შედეგად ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო პოზიციები განადგურდა.

"ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით განხორციელებული ავიაშეტევა ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებისგან ჩვენი ხალხისა და ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელთა დაცვას ემსახურება", - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

გასულ კვირას მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მზად არის ავიაშეტევები განახორციელოს ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. მისივე თქმით, უსაფრთხო ადგილს ვერ მოიპოვებს ვერავინ, ვინც ამერიკას დაემუქრება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა