უკრაინის რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. უკრაინული მედიის ცნობით, რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 355-მა დეპუტატმა. უკრაინის უმაღლეს რადასთან ერთად, სინქრონულ რეჟიმში, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ევროპარლამენტმა, რომლის 535 დეპუტატმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას.

უკრაინამ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერა ხელი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაწიონ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა