დავით ზალკალიანი - ვერ წარმომიდგენია, როგორ შევძლებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როცა ნდობა დაიკარგა

დავით ზალკალიანი - ვერ წარმომიდგენია, როგორ შევძლებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როცა ნდობა დაიკარგა

მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მათ შორის ნდობა დაიკარგა.

"როდესაც ორ უწყებას შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება, ელემენტარული ეთიკის ნორმები და კოლეგიალურობის ფორმა უნდა იყოს დაცული. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასაჯაროებს მიმოწერას, ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამის შესახებ და ელემენტარულად ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რომ ასეთ რამეს აპირებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა, როცა ნდობა დაიკარგა", - განაცხადა ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა