პეტრო პოროშენკომ უკრაინისთვის შეიარაღებით დახმარება ითხოვა

პეტრო პოროშენკომ უკრაინისთვის შეიარაღებით დახმარება ითხოვა

უკრაინის არმია საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს - როგორც ლეტალური, ისე არალეტალური საშუალებებით. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელები ამჟამად დემოკრატიისთვის მსოფლიო ბრძოლაში მოწინავე ხაზზე არიან და აგრესორისგან მთელ თავისუფალ მსოფლიოს იცავენ. "ომი, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან, ეს არის ომი თავისუფალი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა პოროშენკომ.

მან კონგრესმენებს შეახსენა, რომ ზუსტად 20 წლის წინ ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, უკრაინამ კი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ პოტენციალზე. მან პარალელი გაავლო დონბასში არსებულ ვითარებასა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე და გამოვიდა მოწოდებით, უკრაინა მარტო არ დატოვონ ამ რთულ ვითარებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა