აშშ-ის მთავრობა უკრაინას 116 მლნ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის მთავრობა უკრაინას 116 მლნ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად 116 მილიონი დოლარი გამოიყოფა აღჭურვილობისა და საზღვარზე კონტროლის დამყარებისა და მონიტორინგის საკითხის შესწავლის მიზნით, რაც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

აღჭურვილობის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას ჯავშანჟილეტები, შლემები, ტრანსპორტი, ღამის ხედვის მოწყობილობები, სპეცტექნიკა, რაციები, საპატრულო ნავები, კარვები, რადარები გადასცეს. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლების ინციატივით, რიგი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტებისა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინაში კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისა და მედპერსონალის დაცვის მიზნით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა