პეტრო პოროშენკო - ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს

პეტრო პოროშენკო - ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს , რადგან უკვე აქვს აშშ-სთან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-ს ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ბარაკ ობამამ უარი იმიტომ განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე ნატო-ს წევრობის გარეშე მთავარი პარტნიორის სტატუსი. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა იმედგაცრუებული ამით პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არა.

"ჩვენ უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე ვთხოვეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა პოროშენკომ. უკრაინისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე საუბარია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტში, რომელშიც უკრაინის გარდა, საქართველოსა და მოლდოვაზეც არის საუბარი. ამასთან, დოკუმენტის ძალაში შესვლამდე ჯერ მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი - დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ დაბრუნდეს ისევ სენატში, გადაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა