დონეცკში რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი კოლონა შევიდა

დონეცკში რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი კოლონა შევიდა

დონეცკში რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი კოლონა შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, რუსეთის მესამე ჰუმანიტარული ავტოკოლონა დონეცკში დღეს დილით დაბრკოლებების გარშე შევიდა. არსებული ინფორმაციით, ავტოკოლონა საერთო ჯამში 200 მანქანისგან შედგება, ტვირთის საერთო წონა კი 2 ათასი ტონაა.

უკრაინული მედიის ცნობით, ტვირთი შედგება წყლისგან, საკვები პროდუქტებისგან, გენერატორებისგან და მედიკამენტებისგან. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, უკრაინას არ მიუღია ოფიციალური მონაცემები რუსეთის მესამე ჰომანიტარული კოლონის მარშრუტსა და შემადგენლობაზე. რუსეთის პირველი ჰუმანიტარული კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე აგვისტოში შევიდა, მეორე კოლონა კი რამდენიმე დღის წინ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა