მინსკში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მინსკში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მინსკში, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "უნიანის" ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე, სამხედრო ფორმირებებისა და ქვედანაყოფების შეჩერებაზე კონტაქტის ხაზთან, უკრაინაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნაზე. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის შეიარაღებული ფორმირებების, სამხედრო ტექნიკის, ასევე "ბოევიკების" და დაქირავებული მებრძოლების გაყვანას.

19 სექტემბერს, მინსკში, უკრაინის თაობაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები ესწრებოდნენ. მინსკში, საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პროტოკოლს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა